ახალი ამბები
ახალ წელს სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 280 პაციენტი შეხვდა
1-ლი იანვრის მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 280 ადამიანი მკურნალობს. ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მძიმეა რუხის კლინიკის 17 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კარანტინში იმყოფება 18 კოვიდინფიცირებული მოქალაქე.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 161-ს შეადგენს.
Print