ახალი ამბები
კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 235 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 942 173-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 955 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 904 903-მდე. 

ამ ეტაპზე ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 23 235 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 394 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 27 401 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 67 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 14 009 პირი ემსხვერპლა.
Print