ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა დაადასტურა
ბოლო დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში 359 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 59 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, აფხაზეთის კოვიდ კლინიკებში ამ ეტაპზე 141 პაციენტი მკურნალობს, მათგან 40 - ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19 სულ 38066 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 30487, გარდაიცვალა- 561 პირი.


Print