ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 79 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 956 032-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 1 126 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 911 666-მდე. 

დღეისთვის ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 30 184 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 1 228 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 28 458 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 14 156 პირი ემსხვერპლა.
Print