ახალი ამბები
კორონავირუსის 290 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში​
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 290 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 968 313-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 2 893 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 916 421-მდე. 

დღეისთვის ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 37 602 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 431 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 30 835 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 14 264 პირი ემსხვერპლა.
Print