ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსის 130 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 461 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 130 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დღე - ღამეში გუდაუთის საავადმყოფოში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა, 79 წლის ქალი და 90 წლის მამაკაცი.

აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 165 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 60 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19-ით ინფიცირების 39115 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 34007, გარდაიცვალა -577 ადამიანი.


Print