ახალი ამბები
სამეგრელოს კლინიკებში 343 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 343 ადამიანი მკურნალობს. ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მძიმეა რუხის კლინიკის 9, ფოთის კლინიკა "ბომონდის" 3 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საკარანტინე სივრცეში 32 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კიდევ 355 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Print