ახალი ამბები
გუდაუთის საავადმყოფოში 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 639 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 442-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 128 ადამიანი მკურნალობს, აქედან 48 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 35 წლისაა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 48 028 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა  39 512, ხოლო გარდაიცვალა 615 ადამიანი.


Print