ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 385 ადამიანი მკურნალობს, კარანტინში 42 პირი იმყოფება 
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 203 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 990 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით 385 პაციენტი კოვიდმიმღებ დაწესებულებებში მკურნალობს, ხოლო საკარანტინე სივრცეში 42 ინფიცირებული მოქალაქე რჩება. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაავადებას ქვეყანაში კიდევ 21 ადამიანი ემსხვერპლა.


Print