ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევაა, 2 ადამიანი გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 236 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 105-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 94 ადამიანი მკურნალობს, აქედან 28 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის საავადმყოფოში კიდევ 2 პაციენტი, 75 და 82 წლის მამაკაცები გარდაიცვალა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების  52 274 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 46 467, ხოლო გარდაიცვალა 655 ადამიანი.
Print