ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 300-მდე ადამიანი მკურნალობს, რეგიონში ინფიცირების 63 შემთხვევაა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის 8 კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებაში ჯამში 292 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს. მძიმეა ფოთის "ბომონდის" 3 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის  მასშტაბით გამოვლინდა ინფიცირების 63 ახალი შემთხვევა, ხოლო 480 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Print