ახალი ამბები
სოხუმის ინფექციურში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 250 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 83-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 61 ადამიანი მკურნალობს, აქედან 19 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 2 პაციენტი, 65 და 74 წლის ქალები გარდაიცვალა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 894 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 48 009, ხოლო გარდაიცვალა 668 ადამიანი.
Print