ახალი ამბები
კოვიდინფიცირების 84 ახალი შემთხვევაა სამეგრელო-ზემო სვანეთში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 872 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 84 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 28 970, საიდანაც 920 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 630 პირი ემსხვერპლა.
Print