სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 35 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა									
			
							13:47 / 20.03.2022						
					
								აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ტესტირება 99 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 35-ს  
კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით,  ბოლო დღე -ღამის განმავლობაში სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა - 85 წლის ქალი და 64 წლის მამაკაცი.
 
რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 61 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18 - ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 122 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 48 911, ხოლო გარდაიცვალა 672 ადამიანი.
			
მასალის გამოყენების პირობები