ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 35 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ტესტირება 99 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 35-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, ბოლო დღე -ღამის განმავლობაში სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა - 85 წლის ქალი და 64 წლის მამაკაცი.

რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 61 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18 - ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 122 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 48 911, ხოლო გარდაიცვალა 672 ადამიანი.

Print