ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 20 პირი დაინფიცირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სამეგრელო-ზემო სვანეთში - 20, ქვეყნის მასშტაბით კი 229 ადამიანი დაინფიცირდა.

ჯამში, Covid 19-ის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 1 646 545 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელდა 2 993 ინფიცირებული, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 621 396-ს შეადგენს.

კორონავირუსს ბოლო დღე-ღამეში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სულ Covid 19-ისგან საქართველოში 16 720 ადამიანი გარდაიცვალა.


Print