ახალი ამბები
კორონავირუსი სამეგრელო - ზემო სვანეთში 5 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 115 ახალი დადასტურებული შემთხვევა. სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა.

გამოჯანმრთელდა 272 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 1 633 956-მდე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კოვიდით დაავადებული 3 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 792 პირი ემსხვერპლა.


Print