ახალი ამბები
აფხაზეთის კლინიკებში კოვიდ განყოფილებები დახურეს
დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სოხუმის ინფექციურში, ასევე გაგრის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოებში კოვიდ განყოფილებები დაიხურა. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე 3 კოვიდინფიცირებული რჩება გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში.

ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ​კორონავირუსზე ტესტირება 85 ადამიანს ჩაუტარდა, 4 მათგანს ვირუსი დაუდასტურდა.

პანდემიის დაწყებიდან სოხუმმა კოვიდ 19-ით ინფიცირების 53 608 შემთხვევა  აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 52 922 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 683 პირი.
Print