ახალი ამბები
სამეგრელოში კოვიდინფიცირების 12 ახალი შემთხვევაა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ-19 კიდევ 12 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 332 პირი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით  გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ამ ეტაპზე აღრიცხულია ინფიცირების 1 446 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც 302 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
Print