დღეს განმუხურში SOLOMUN დაუკრავს 									
			
							13:35 / 03.08.2017						
					
								ელექტრონული მუსიკის პოპულარული შემსრულებელი და მუსიკალური
პროდიუსერი SOLOMUN GemFest-ის მთავარ
სცენაზე გვიან ღამით გამოვა. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით,
ისინი სტუმრებს არამხოლოდ საქართველოდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც
ელოდებიან.
„დღეს ველოდებით ვიზიტორების უპრეცენდენტო რაოდენობას, მათი უმეტესობა ჩვენი პროგნოზებით არის უცხოელი ტურისტი ევროპიდან და მეზობელი ქვეყნებიდან. SOLOMUN მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი შემსრულებელია, წამყვანი მუსიკალური ჩარტების არაერთგზის ლიდერი, ვვარაუდობთ, რომ დღევანდელი დღე განსაკუთებული და გამორჩეული იქნება ყველა თვალსაზრისით“, - თქვა რადიო „ათინათთან“ ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ.
პირადი წარმატებული ლეიბლის Dyinamic Records-ის მფლობელმა და Mixmag-ის ვერსიით წლის DJ -ის ტიტულის მფლობელმა წარმოშობით ხორვატმა Mladen Solomun- მა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე GemFest-ი რამდენიმე დღის წინ დააანონსა.

GEM ფესტივალის სცენაზე უკვე დაუკრეს ელექტრონული მუსიკის მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა Steve Aoki-მ, Martin Garrix-მა, GusGus-მა, Roger Sanchez-მა და ა.შ. Gem Fest 2017 14 აგვისტოს დასრულდება.
			
მასალის გამოყენების პირობები