რეგიონი
ოქროს ბირჟის ძარცვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ოქროს ბირჟის ძარცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სს კოდექსის 178-ე ძარცვის მუხლით დაიწყო და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა რამდენიმე წუთის წინ დააყაჩაღეს. თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი შენობაში შევიდა და ერთ-ერთი დახლიდან ოქროს ნივთები გაიტაცა.

გაქცეულს მოვაჭრეებთან ერთად სამართალდამცავებიც გაეკიდნენ, თუმცა, მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

ოქროს ბირჟა ამ წუთებში დაკეტილია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს (ვიდეო)
Print