რეგიონი
სამეგრელოში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში შემცირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში შემცირდა. რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 178 პირი იმყოფება, რაც გასულ დღესთან შედარებით 46-ით ნაკლებია. ამავე ცნობით, მეთვალყურეობიდან მოიხსნა 546 მოქალაქე, ხოლო კარანტინში 194 ადამიანი იმყოფება.

თვითიზოლაციის პირობების არ ქონისა და დარღვევისთვის საკარანტინო სივრცეში 26 პირი იქნა გადაყვანილი.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი აგრძელებს მკურნალობას. ასევე, ელოდებიან ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოყვანილი შუახნის მამაკაცის ანალიზის პასუხი.
Print