რეგიონი
ვებგვერდს www.stopcov.ge -ს აფხაზურენოვანი ვერსია დაემატა
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს - www.stopcov.ge აფხაზური ვერსია დაემატა. ,,საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, დღეიდან აფხაზურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი'', - წერია მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

მათი განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საიტის ოსურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება.

ვებგვერდი ამ ეტაპზე 5 ენაზე ფუნქციონირებს.

უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად მუშაობს www.stopcov.ge -ის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ვერსიები, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მიიღონ.
Print