რეგიონი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა საღამოს მონაცემებით 6-ით გაიზარდა და 272 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ვებგვერდის მონაცემებით კარანტინის რეჟიმშია 4 890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 439 პირი.

272 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
Print