რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 298 ადამიანი რჩება
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში დღევანდელი მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 298 ადამიანი, მათ შორის, აბაშაში - 18, სენაკში - 12, მარტვილში 31, მესტიაში - 2, წალენჯიხაში - 56, ჩხოროწყუში - 14, ხობში - 27 , ფოთში 22, ზუგდიდში 116 პირი, ანაკლია - განმუხურში 51 ადამიანი.

ამავე ცნობით ზუგდიდში თვითიზოლაციაში რჩება 25 ადამიანი, აბაშაში - 10, სენაკში - 26, მარტვილში - 6, ხობში - 16, ფოთში კი - 28 პირი.

წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და მესტიაში კარანტინში არცერთი პირი არ იმყოფება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 306-მდე გაიზარდა.
Print