რეგიონი
მედდას COVID19 არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გუშინ შეყვანილ მედდას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ხოლო რაც შეეხება კოვიდ ინფიცირებულ 50 წლის ქალს საბერიოდან,როგორც ინფექციურ საავადმყოფოში განმარტავენ,მას სამ დღეში მესამე ტესტირება ჩაუტარდება.

"მეორე საკონტროლომ სუსტად გამოხატული დადებითი აჩვენა.მესამე ტესტირება ჩაუტარდება სამ დღეში. ის მკურნალობას ისევ განაგრძობს ამ დღეების განმავლობაში ჩვენთან",-აცხადებენ ინფექციურში.

განკურნებული 67 წლის მამაკაცი კი რამდენიმე დღის წინ ინფექციურიდან გაწერეს.
Print