რეგიონი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა და 604 გახდა.

ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმში 4 887 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 500 პირი.

ინფორმაციისთვის, 604 ადამიანიდან 240 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა.

Print