რეგიონი
ხობში საოლქო საარჩევნო კომისიის დაცვის თანამშრომელს Covid 19 დაუდასტურდა
ხობში, 66-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დაცვის პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერიი "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის შორენა საბახტარაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით, ამ შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. მისივე თქმით, ამ დრომდე მოძიებულია მისი 150-მდე კონტაქტი და ისინი გაიტესტებიან.

რაც შეეხება საარევნო ოლქის მუშაობას, როგორც კომისიის თავმჯდომარე დათო ჯობავა განმარტავს, თანამშრომლების ნაწილი სახლში იმყოფება და რამდენიმე მათგანი, მათ შორის, კომისიის წევრები უკვე გაიტესტნენ.

"10-მდე პირს აგვიღეს ბიოლოგიური ნიმუში. მე და ჩემი მდივანი ვართ ახლა სამსახურში. ველოდებით რეკომენდაციებს და შესაბამისად მოვიქცევით", - ამბობს ჯობავა.

ხობში ინფიცირებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.
Print