რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა. მისივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში გარდაიცვალა 37 პირი და გამოჯანმრთელდა 3 489 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 123 470-ს. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 102 270-მდე
Print