რეგიონი
კორონავირუსით სამეგრელოს კიდევ ორი მცხოვრები გარდაიცვალა, მათგან ერთი - რუხის კლინიკაში
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელოს ორი მცხოვრები კორონავირუსით გარდაიცვალა. მათგან ერთი, 75 წლის მამაკაცი ზუგდიდელია და ის რუხის კლინიკაში მკურნალობდა. რაც შეეხება მეორე ინფიცირებულს, მარტვილელი 74 წლის ქალი, თანმდევი დაავადებებით ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში 143 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის საშუალო სიმძიმის 95-ია, მძიმედაა 13 პაციენტი,  სენაკში, სენამედის კლინიკაში იმყოფება 40 ინფიცირებული, მათ შორის მძიმე - 8, ფოთის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 38 კოვიდდადებითი პაციენტი, მათ შორის მძიმედაა 12 პირი, ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში 32 ინფიცირებულს მკურნალობენ, აბაშაში, ევექსის კოვიდ კლინიკაში კი 28 პაციენტს.

რეგიონის საკარანტინო ზონებში 120 პირი რჩება. ბოლო მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დადასტურდა.




Print