რეგიონი
რუხის კლინიკაში 42 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 409 პირი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 45 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 67 - ის კი საშუალო სიმძიმის.

ამ დროისთვის რუხის კლინიკაში 181 კოვიდპაციენტია მოთავსებული, მათ შორის მძიმე 42, ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 პირი, სენაკის კლინიკა სენამედში - 42, ფოთის კლინიკა ბომონდში - 33, აბაშის ევექსის კოვიდკლინიკა - 28, სენაკი „ლაზიკამედი“ - 85, მათგან, მძიმე 3-ის მდგომარეობა.

დღის განმავლობაში 218 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Print