რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 243 ადამიანს დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების  2 533 ახალი შემთხვევა, აქედან 243 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 579 031-ს. ვირუსისგან განიკურნა 1 762 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა ჯამური რაოდენობა გაიზარდა 536 321-მდე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 57 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 146 პირი ემსხვერპლა.
Print