რეგიონი
აფხაზეთში COVID-19 კიდევ 109 ადამიანს დაუდასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 445 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 109 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას  დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 50 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 8-ის მდგომარეობა მძიმეა, 14 პაციენტის კი საშუალო სიმძიმის. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 28 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 10, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 14, გაგრის კლინიკაში – 17, მათგან 5 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 11. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 67 პირი იმყოფება, მათგან  10 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 26 658 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 397, გამოჯანმრთელდა 21 909 მოქალაქე.

Print