რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2016 ახალი შემთხვევა, აქედან 188 სამეგრელო - ზემო სვანეთში.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 600 412-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 2 024 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 567 797-მდე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 43 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  COVID-19-ით ჯამში 8 664 პირი გარდაიცვალა.

Print