რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 65 ადამიანს
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 65 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1877 პირი.

ბოლო 24 საათში კიდევ 30 პაციენტი გარდაიცვალა.

გუშინ საქართველოში 16 066 ტესტი ჩატარდა.
Print