რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსით 400 - ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 024 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან 401 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 732 965-ს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 818 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 673 640

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 185 პირი ემსხვერპლა.

Print