რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსით 126 პირი დაინფიცირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 455 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 126 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. 

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 71 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 25 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 12, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 20, გაგრის კლინიკაში – 24, მათგან 3 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 13 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 109 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 32 906 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 480, გამოჯანმრთელდა 27 688 მოქალაქე.



Print