რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 107 პირი
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 443 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა 52 და 71 წლის მამაკაცები.

ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 273 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მძიმეა 50 პაციენტის მდგომარეობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 013 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27699-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 482 პირი.
Print