რეგიონი
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. 80 წლის წალენჯიხელი ქალი და 73 წლის ზუგდიდელი მამაკაცი. ისინი რუხის კლინიკაში გადიოდნენ  მკურნალობის კურსს.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 522 პირი მკურნალობს. მძიმეა 39 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 329-ს შეადგენს. კარანტინში 26 ინფიცირებული რჩება.




Print