რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კოვიდი 400 - ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 732 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში ვირუსი 408 პირს დაუდასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 812 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 731 996.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 212 პირი ემსხვერპლა.
Print