რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 478 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა. ამავე შტაბის თანახმად, კორონავრუსით გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი - 2 გუდაუთის ჰოსპიტალში და 1 სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 245 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მძიმეა 48 პაციენტის მდგომარეობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 574 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27 699-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 495 პირი.
Print