რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი 300 - ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 278 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში ვირუსი 334 პირს დაუდასტურდა. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 804 571-ს. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 154 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 741 470.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 352 პირი ემსხვერპლა.

Print