რეგიონი
აფხაზეთში 500-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 476 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 126 ახალი შემთხვევა. ამავე ინფორმაციის თანახმად, კორონავრუსით კიდევ 1 პაციენტი 80 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 246 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მძიმეა 53 პაციენტის მდგომარეობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 819 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27 870-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 500 პირი.


Print