რეგიონი
აფხაზეთში COVID-19-ით ორი ადამიანი გარდაიცვალა
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 335 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა.

ამავე შტაბის თანახმად, კორონავრუსით გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი 82 წლის  ქალი 83 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომლებიც რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.

ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 228 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მძიმეა 54 პაციენტის მდგომარეობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 929 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27 870-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 502 პირი.
Print