რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კოვიდი 115 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 851 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში ვირუსი 115 პირს დაუდასტურდა.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 814 097-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 755 229.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებული 55 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში  11 553 პირი ემსხვერპლა.

Print