რეგიონი
სად შეიძლება აიცრათ გრიპის ვაქცინით ზუგდიდში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ზუგდიდში რამდენიმე ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი. კერძოდ, იმუნიზაცია შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებსა და ამცრელ პუნქტებში:

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი;

"ევექსის" პოლიკლინიკა;

კლინიკა "ენელაი";

ბავშვთა პოლიკლინიკა;

რუსთაველის №89 (სასტუმრო "ოდიშის" ყოფილი შენობა);

დევნილთა პოლიკლინიკა.


გარდა ამისა, NCDC-ის ცნობით, გრიპის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებში.

აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო 1-ელ დეკემბრამდე იქნება.

Print