რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსის 126 შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 571 პირი გამოიკვლიეს და მათგან 126-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 80 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 33 მძიმე მდგომარეობაშია, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა - 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 21, 7 პაციენტი მძიმედაა, გაგრის კლინიკაში – 20, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 15 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 24 პირი იმყოფება, მათგან 2 პაცინეტი კი მძიმე მდგომარეობაშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 079 შემთხვევა დაადასტურა, გარდაიცვალა - 539, გამოჯანმრთელდა - 29 067 პირი.





Print