რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში 402 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 94-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.  ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით აფხაზეთში არსებულ სამედიცინო კლინიკებში 151 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 62 პაციენტი.

ოპერატიული შტაბის მონაცემებით გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 2 პაციენტი  85 წლის მამაკაცი და 70 წლის ქალი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში COVID 19-ით ინფიცირების 37 784 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 30 168, გარდაიცვალა 557 ადამიანი.
Print