რეგიონი
სენაკის კლინიკაში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 84 წლის ქალი სენაკის მკვიდრი იყო და მკურნალობის კურსს კლინიკა სენამედში გადიოდა.

ამ ეტაპისთვის, რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 274 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა 13-ის მდგომარეობა.

საკარანტინე სივრცეში 18 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.

ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდი 230 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსისგან 115 პირი გამოჯანმრთელდა





Print