სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი 680 ადამიანს დაუდასტურდა
10:49 / 26.01.2022
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში კოვიდი 680 პირს დაუდასტურდა. მეორე დღეა კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იზრდება სამეგრელო - ზემო სვანეთში. გუშინ კორონავირუსის 721 დადასტურებული ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 092 684.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 087 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 977 832- მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 813 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები